Talk:Requests for comment/Vote of confidence on sysops and unblock for user Deu on kawiki

Add topic
From Meta, a Wikimedia project coordination wiki
Latest comment: 5 years ago by Fiqriasidamonize in topic ...

მოგესალმებით...[edit]

წარმატებებს გისურვებთ ყველას. მე ვარ მომხმარებელი Fiqriasidamonize. პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ძალიან მიყვარდა აქ მუშაობა. მაგრამ ბევრი არასწორი მოქმედებების გამო დავკარგე აქ მოღვაწეობის ხალისი. აქ მხოლოდ მაშინ შემოვდივარ, როცა ძალიან, ძალიან მომენატრება წერა. ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ აზრებს ვერ ვალაგებ. ისიც სირცხვილად ჩავთვალე, რომ ჩვენ თვითონ ვერ ვრიგდებით, ვერ ვაგვარებთ პრობლემას და ვიღაცა უცხო ხალხის თვალწინ "ვლანძღავთ" ერთმანეთს. თუმცა, იმას კი ვიტყვი, რომ არ მომწონს, როცა ქართული ვიკისაზოგადოება კონფლიქტებში კარგავს დროს. მოვუწოდებ რედაქტორებს ნებისმიერი კონკურსი და სხვა აქტივობა აქ ჩატარდეს ღიად, გამჭვირვალედ და არა საეჭვო გარემოებებში, როგორც ზემოაღნიშნულ მეგობრებს მოჰყავთ მაგალითები. არ მივესალმები განსხვავებული აზრების დაბლოკვას. კიდევ ერთხელ ვიტყვი: "ძირს დიქტატურა!" კატეგორიულად არ მივესალმები პირადი ინტერესებისათვის ვიკიმომხმარებლების გამოყენებას ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში. ყველას აქვს ტავისი აზრი. ვიტყვი, რომ თავის დროზე დიდი დახმარება გამიწიეს, როგორც ახალბედას, მომხმარებლებმა: Jaba1977-მა და MIKHEIL-მა. მადლობა მათ ამისთვის. თუმცა, ვიტყვი, რომ ქართული ვიკიპედია მართლა დაბალი ტემპებით ვითარდება. შესაძლებელია უამრავი აქტივობის მოფიქრება და განხორციელება, რომელიც უფრო სახალისოს და პოპულარულს გახდის მას. აქვე ვიტყვი, რომ თუ ინიციატივები ამოგეწურათ, რედაქტორებო, ნუ ებღაუჭებით "სკამებს"... სასკოლო კლუბების და ტრენინგების იდეა Jaba1977-ს არ ეკუთვნის. თუ ეყოფა ვაჟკაცობა, სიმართლე თავად აღიაროს. მე კიდევ უამრავი იდეა მქონდა და ახლაც მაქვს, ჯაბა, მაგრამ კარგად იყავი. ღმერთმა ხელი მოგიმართოს. Fiqriasidamonize (talk) 18:48, 24 January 2019 (UTC)Reply

...[edit]

Jaba1977, ქართული ვიკი-რედაქტორები რომ არ ზრუნავენ ქართული ვიკის განვითარებისთვის, მე ეს ზემოთ ვთქვი. თქვენი გაოცებული შეკითხვა სწორედ ამას ადასტურებს. თქვენ არ გსურთ რომ ადამიანებს უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ ვიკის გამოყენების და მოხმარების შესახებ, რადგან მაშინ ბევრი უსამართლობა დაიმალებოდა. რატომ? იმიტომ ხომ არ გდებენ ბრალს მისი პირადი ინტერესებისათვის გამოყენებაში? რომ ტრაბახობთ ქართული ვიკის 15 წლისთავს და რომ მოექეცით ქართული ვიკის სათავეებთან, დღემდე რატომ არ არის ყველანაირი ინფორმაცია სრულყოფილად გადმოქართულებული? იმიტომ ხომ არა, რომ დიახ, სწორედ თქვენი ინტერესებისთვის გამოიყენოთ? აბა, კარგად დაფიქრდით. მეც მიჩნდება შეკითხვები და თანაც, ძალიან ბევრი. Fiqriasidamonize (talk) 09:32, 26 January 2019 (UTC)Reply